Service
Ibis Styles Old Tbilisi / Georgian
სასტუმრო ibis Styles Old Tbilisi ძველი ქალაქის შუაგულში მდებარეობს და ისტორიული ქალაქის ბირთვის შემადგენელი ნაწილია. განსაკუთრებით გამოირჩევა ავთენტური არქიტექტურითა და ძველი შენობის აღდგენილი ელემენტებით.
კოტე აფხაზის ქუჩა წელიწადის ყველა დროს ტურისტებისთვისა და ძველ თბილისში ხეტიალის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ისტორიულ წყაროებში სხვადასხვა სახელითაა მოხსენიებული - კალაუბანი, პურის მოედანი, ზემო კალა - თბილისის გალავნით შემოსაზღვრული ქალაქის უძველესი ნაწილი, რომელიც ნარიყალას ციხესიმაგრის ქვეშ მდებარეობს და მოყოლებული I-V საუკუნეებიდან დღემდე ქმნის ისტორიას.
კალაუბანში ერთ სივრცეშია განთავსებული სინაგოგა, მეჩეთი, მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები - საქართველოს მრავალფროვნება ამ სივრცეში ყველაზე მეტად იგრძნობა.
სასტუმრო ibis Styles Old Tbilisi ძველი ქალაქის მარგალიტია მისი მოტივები რამდენიმე
მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას აერთიანერბს : უძველეს არქიტექტურულ ფრაგმენტებს და ქართულ იდენტობას - ქართულ ანბანს.
სასტუმროს განახლებული შენობა მოიცავს ორსაუკუნოვან ისტორიულ ხვეულა კიბეს
ტრადიციული სხმული მოაჯირით, ისტორიულ აივანს და სადარბაზოს ხელნაკეთ ხის კარს,რომელთაც ახალი სიცოცხლე დაუბრუნდათ და სასტუმროს მშვენებას წარმოადგენენ.
ქართული ჩუქურთმა, აივნების ფერადი მოზაიკა და ხელნაკეთი ვიტრაჟული ფანჯრები უდიდესი სინატიფით ერწყმის სასტუმროს ახალ არქიტექტურას და შენობას განსაკუთრებულ იერსახეს სძენს.
სასტუმროს შიდა ინტერიერში გამოყენებული ქართული ანბანის ელემენტები გამორჩეულ იერსახეს მატებს ისტორულ ცენტრში მდებარე სასტუმროს. ibis Styles Old Tbilisi თემაც ქართულ ანბანს უკავშირდება.
ქართული დამწერლობა ძვ. წ. III საუკუნით თარიღდება. 2016 წელს ქართული ანბანი
კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შეტანილი იუნესკოს მიერ. ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია და ის მსოფლიოს 14 დამწერლობას შორისაა. ქართული ენის უნიკალურობა ის გახლავთ, რომ ის როგორც იწერება, ისე გამოითქმის და პირიქით. ის უნიკალურია ჟღერადიბითაც. სასტუმროს ინტერიერში ქართული ანბანი დიზაინის ნაწილია, სტუმრის ოთახებში და საერთო სივრცეებში ძველი ხელნაწერების საარქივო ფოტომასალების სახით.
სასტუმროს მოზაიკით დამშვენებული აივნებიდან ხელისგულზე იშლება ულამაზესი ძველი ქალაქის მომნუსხველი ხედები - განათებული ფერადი სახლები, ჩუქურთმები, ისტორიული ძეგლები და ძველი ისტორიული გალავანი. სასტუმროს სტუმარი ოთახის აივნიდან შეძლებს დატკბეს ამ მშვენებით, რაც სასტუმროში გატარებულ დროს გამორჩეულს გახდის და წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს მასზე. სასტუმროდან რამდენიმე წუთის ფეხით სავალ მანძილზეა თავისუფლების მოედანი, მტკვრის სანაპირო, აბანოთუბანი, ნარიყალას ციხესიმაგრე და უამრავი ისტორიული თუ ღირსშესანიშნავი ადგილი.
მიღებული სასიამოვნო შთაბეჭდილებების შემდეგ სტუმრები დატკბებიან სასტუმროს
მეგობრული გარემოთი , კომფორტული ოთახებითა და უგემრიელესი საუზმით.
გამოგვყევი, ibis Styles Old Tbilisi